iFund — $100 მლნ. iPhone-ის პროგრამებისა და სერვისების მწარმოებლებს

Apple-ის პრესისათვის გამართული ბოლო ღონისძიებაზე, უშაულოდ iPhone SDK-ს წარმოდგენის გარდა, გაკეთდა კიდევ ერთი ანონსი: ვენჩურული კომპანიამ Kleiner Perkins Caufield & Byers-მა განაცხადა iFund-ის შექმნის შესახებ, რომლის მიზანია ინვესტიციები დამწყებ კომპანიებში, რომლებიც შექმნიან iPhone-ისათვის და iPod touch-ისათვის პროგრამებს და სერვისებს.

„ახალი რევოლუციური პლათფორმა მეწარმეებს სთავაზობს შესანიშნავ შესაძლებლობას, — განაცხადა Kleiner Perkins Caufield & Byers-ის თანამფლობელმა ჯონ დოერმა (John Doerr), iFund-ის წარმოდგენისას. — ჩვენი აზრით, ახალი პლათფორმის განვითარებასთან ერთად შეიქმნება რამდენიმე ახალი კომპანია და iFund-ი განკუთვნილია მათი პოტენციალის სრული განვითარებისათვის“.

„პროგრამისტები უკვე აღვსილნი არიან იდეებით და ეხლა მათ ეძლევათ შანსი ხორცი შეასხან ამ იდეებს, — თქვა სტივ ჯობსმა. — ჩვენ სულმოუთქმელად ველით Kleiner Perkins-ის მშაობის დაწყებას“.

Kleiner Perkins Caufield & Byers-ის პრეს-რელიზს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ გვერდზე (ინგლ).

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *