გუშინ პრესისათვის გამართულ ღონისძიებაზე Apple-მა განაცხადა იმის შესახებ, რომ მისი ტელეფონის მომავალი განახლებები შეივსება ახალი ფუნქციებით, რომლებიც გამოსადეგი იქნება კორპორატიულ ბაზარზე.
მტავარი სიახლეა iPhone-ში დამატებული Exchange ActiveSync-ის მხარდაჭერა. ამის შედეგად iPhone-ი დამატებითი პროგრამული უზურნველყოფის გარეშე შესძლებს Microsoft Exchange Server 2003-თან და 2007-თან დაკავშირებას და საჭირო ინფორმაციის სინქრონიზაციას.
ამის გარდა, ახალ ვერსიაში დაემატება ინფორმაცის დისტანციური წაშლა, უსაფრთხოების ტექნოლოგიის მხარდაჭერა, Cisco IPsec VPN. WPA2 Enterprise-ის 802.1x ავთენტიფიკაციით მხარდაჭერა შესაძლებლობას მოგვცემს გამოვიყენოთ iPhone-ი Wi-Fi-ქსელებში.
წყარო: Apple