Skip to content

Apple გამოუშვებს Mac OS X 10.4.12

უკვე 4 თვეზე მეტი ხანი გავიდა Mac OS X 10.5 «Leopard»-ის გამოსვლიდან. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ სტატისტიკას, Apple-ის კომპიუტერების მომხმარებელთა შორის ჯერ კიდევ არის 43%, რომელიც იყენებს 10.4.11 სისტემას. ზუსტად მათთვის Apple-ი აპირებს მორიგი მეთორმეტე განახლების გამოშვებას.

მრავალრიცხოვანი შეტყობინებების მიხედვით, Apple-ი უკვე მზადაა გამოუშვას განახლება „ვეფხვისათვის“. ჯერ-ჯერობით ცნობები სიახლეების შესახებ მწირია. ცნობილია, რომ ძირითადში გასწორდება მრავალრიცხოვანი უწესრიგობები. თვალი ადევნეთ ჩვენს საიტს, ინფორმაცია არ დააყოვნებს!