3G iPhone-ის გამოშვება გადაიდო

RBC Capital Markets-ის ანალიტიკოსის მაიკ ებრემსკის (Mike Abramsky) ინფორმაციით, ნანატრი მოდელის გამოშვება გადაიდო.

გამოცემა The Wall Street Journal-ი გვატყობინებს, რომ მთავარი მიზეზი უნდა ვეძიოთ ტესტირების პროცესის გაჭიანურებაში და პარტნიორი კომპანიების ქსელებზე მორგების პროცესში.

ანალიტიკურმა ფირმებმა RBC Capital Markets და Bank of America Securities დადაბლეს Apple-ის აქციების სამიზნე ფასი, რამაც გამოიწვია მათი ღირებულების ვარდნა 3,4%-ით — $120,76-მდე.

წყარო: Wall Street Journal

This entry was posted in Apple, ყველა სტატია and tagged , . Bookmark the permalink.