ჩვენი ბლოგის შესახებ

სალამი მეგობრებო! როგორც უჯვე შეამჩნევდით, კვირაზე მეტი ხანია, რაც ჩვენს საიტზე მდუმარებამ დაისადგურა! :( სამწუხაროდ ჯანმრთელობის უეცარმა გაუარესებამ იძულებული გამხადა დროებით შემეწყვიტა თქვენი მომარაგება საინტერესო ამბებით. მაგრამ ხვალიდან ჩვენ ისევ საჭირო ფორმაში ჩავდგებით! ასე რომ, ხშირ-ხშირად შემიხედეთ ჩვენთან, რაიმე საინეტრესოს აუცილებლად წააწყდებით!

კიდევ ერთი საჭირბოროტო საკითხი. უკვე საკმაოდ რთული ხდება ბლოგის დროული მომარაგება ინფორმაციით. ამიტომ თუ გაქვთ სურვილი შეიტანოთ წვლილი საქართველოში Mac-საზოგადოების განვითარების სფეროში, გთხოვთ შემომიერთდეთ! ერთად ვწეროთ სტატიები, მოვამარაგოთ ბლოგი ახალი ამბებით, მოკლედ გავხადოთ ამ საიტის შიგთავსი უფრო ინფორმატიული! მადლიერი შთამომავლობა ამას არ დაგვივიწყებს!

This entry was posted in ბლოგის სიახლენი, ყველა სტატია and tagged . Bookmark the permalink.