Skip to content

Apple-მა გამოუშვა განახლება 1.1.4 iPhone/iPod touch-ისათვის

Apple-მა გამოუშვა განახლება 1.1.4 iPhone-ისა და iPod Touch-ისათვის. თანმხლებ დოკუმენტაციაში არაფერია თქმული, გარდა "Bug fixes"-ისა, რაც ნიშნავს, რომ ეს განახლება არ უმატებს ტელეფონს ახალ ფუნქციებს, არამედ უბრალოდ ასწორებს 1.1.3-ის შეცდომებს. შეგახსენებთ, რომ Apple-მა განახლება 1.1.3 გამოუშვა იანვარში. ეს განახლება უმატებდა ტელეფონს რამდენიმე ახალ შესაძლებლობას, როგორიცაა WebClips, Maps-ში მდებარეობის განსაზღვრა და მტშ-ების მასიური დაგზავნა.

Apple-ი აპირებს SDK-ს ანონს უახლეს ხანში, ასე რომ, სრულიად შესაძლებელია რომ ეს განახლება დაამატებს უცხო კომპანიების პროგრამების მხარდაჭერას.