Skip to content

Apple დააკლებს iPhone 16 გბ და iPod touch 32 გბ-ს ფასს

9to5mac.com-ი, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, გვატყობინებს იმის შესახებ, რომ ორი თვის განმავლობაში Apple-ი საგრძნობლად დააკლებს ფასს iPhone-ზე და iPod touch-ზე.

web-საიტის წყაროს მტკიცებით, არაუგვიანეს აპრილისა, 16 გბაიტიანი iPhone-ის და iPod touch-ის 32 გბაიტი და 16 გბაიტი მოდელების ფასი შემცირედება $100 - $399, $399 და $299 შესაბამისად. აგრეთვე ნათვამია, რომ iPod touch-ის უმცროსი მოდელი, 8 გბაიტით, საერთოდ გაქრება გაყიდვიდან. უნდა აღინიშნოს, რომ 8-გბაიტიანი iPhone-ის შესახებ 9to5mac.com-ის წყარო არაფერს ამბობს.

ფასების ამდაგვარი კლება დაეხმარება Apple-ს მიაღწიოს დაგეგმილს — 10 მლნ. გაყიდული ტელეფონი წლის ბოლომდე. ამის გარდა თვის ბოლოსთვის გამოდის SDK iPhone-ისათვის, ხოლო ზოგიერთი web-საიტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ თვის ბოლოს Apple-ი ჩაატარებს ღინისძიებას პრესისათვის.

წყარო: 9to5mac.com