ახალი თამაშები iPod-ისათვის: Chess & Backgammon და Naval Battle

ინტერნეტ-მაღაზიის iTunes Store ასორტიმენტი შეივსო კიდევ ორი ახალი თამაშით iPod with video (5G), iPod classic და iPod nano 3G-სათვის — Chess & Backgammon და Naval Battle, მწარმოებელი Gameloft S. A.

პირველი, Chess & Backgammon, სინამდვილეში ორი თამაშისაგან შედგება – ჭადრაკისაგან და ნარდისაგან. Chess & Backgammon-ში დაცულია ორივე თამაშის ოფიციალური წესები, ხოლო სირთულის დონის არჩევის შესაძლებლობა თამაშს უფრო საინტერესოს გახდის. მოხერხებული და გასაგები ინტერფეისის გარდა, თამაშს გააჩნია შესაძლებლობა გამოსახოს თამაშის 2- ან 3-განზომილებიანი რეჟიმი.

მეორე თამაში, Naval Battle, „საზღვაო ომის“ iPod-ვერსიას. გარდა სტანდარტული წესებისა, მოთამაშეს შეუძლია აირჩიოს რეჟიმი „კამპანია“, რომელიც შედგება 18 მისიისაგან. თამაშში აგრეთვე წარმოდგენილია მარავალმომხმრებელიანი რეჟიმი.

თითოეული თამაშის ფასია – $4,99. Apple-ი გვაფრთხილებს, რომ Chess & Backgammon და Naval Battle არ არიან თავსებადი iPod touch-თან და iPhone-თან.

წყარო: Apple

This entry was posted in Apple, ყველა სტატია and tagged , , , , , . Bookmark the permalink.