iPhone — Nvidia-ს საგაზაფხულო მუზა

iPhone-ის პოპულარობის ზრდამ და ზოგადად სმარტფონების რაოდენობის მატებამ NVIDIA-ს უბიძგა ახალი პროსეცორის APX 2500-ის შექმნისაკენ, რომელიც განკუთვნილია ასეთი სახის მოწყობილობებისათვის. ჩიპს გააჩნია სამგანზომილებიანი გრაფიკის (3D) ამაჩქარებელი და შესაძლებლობას იძლევა 720p ვიდეოს კოდირება/დეკოდირებისა. ახალი პროცესორის თავისებურებაა ის, რომ მას შეუძლია 10 მეგაპიქსელიან კამერებთან მუშაობა.

NVIDIA ახალ პროცესორს წარმოადგენს Windows Mobile (Microsoft) მოწყობილობებისათვის Direct3D-ის მხარდაჭერით. მწარმოებელი კარს ღიას ტოვებს სხვა სისტემებისთვისაც, მაგ. Mac OS და ახორციელებს Open GL-ის მხარდაჭერას. APX 2500-ის ნიმშები გადაეცათ პროგრამისტებს, რომლებმაც გამოთქვეს დაინტერესება სიახლით. მასიური წარმოება 2008 წლის გაზაფხულზე დაიწყება. Apple iPhone-ის წარმატება უბიძგებს ინდუტსრიას წარმოადგინოს სულ უფრო ახალი გადაწყვეტილებები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *