Apple ამცირებს iPod-ის წარმოებას

Banc of America-ს ცნობებით, Apple-ის შეკვეთები iPod-ის წარმოებაზე აზიის ქარხნებში ბოლო დროს შემცირდა, მაშინ როდესაც წარმოებული iPhone-ების რაოდენობა უცვლელია.

კომპანიის მონაცემებით, iPod-ების რაოდენობა, რომლებიც წარმოებული იქნება მიმდინარე კვარტალში, საგრძნობლად შემცირდება — უკვე ეხლა წარმოების ტემპები დაეცა 10—20%-ით იანვართან შედარებით და 30%-ით — გასულ დეკემბრეთან შედარებით.

Banc of America-ს ანალიტიკოსების განცხადებით, ეს ციფრები მეტყველებს იმაზე, რომ მიმდინარე კვარტალში Apple-ი განაცხადებს iPod-ის გაყიდვების ვარდნაზე 5—10%-ით გასულ წელთან შედარებით, მაშინ როდესაც დაგეგმილია 5%-იანი ზრდა.

წყარო: www.iLounge.com

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *