რამდენად ნელია MacBook Air-ი MacBook-ზე?

კომპანიამ Primate Labs, რომელიც უშვებს პოპულარულ კროსპლათფორმულ პაკეტს კომპიუტერების წარმადობის ტესტირებისათვის, ჩაატარა ახალი კომპიუტერის Apple MacBook Air-ის ტესტირება.

ამ ტესტირების პარალელურად, კომპანიამ გამოაქვეყნა ანალოგიური ტესტირების შედეგები MacBook-ისათვის, რომელიც აღჭურვილია Intel Core 2 Duo T7200 პროცესო რით 2,0 გჰც სიხშირით. უნდა ავღნიშნოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კომპიუტერი მიეკუთვნება ბოლოს წინა თაობას, ტესტების უმეტეს ნაწილში მან შეძლო MacBook Air-ის გასწრება, რასაც თვალნათლივ აჩვენებს წარმადობის ინეგრალური რეიტინგები – 2015 ქულა MacBook Air-ისათვის MacBook-ის 2563-ის წინააღმდეგ. განსაკუთრებით თვალშისაცემია სხვაობა პროცესორის სიჩქარეში.

დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ამ გვერდზე.

წყარო: Primate Labs