Apple-მა ტესტერებს დაუგზავნა Mac OS X 10.5.2 build 9C27

მიუხედავად იმისა, რომ გამოჩნდა Leopard-ის მორიგი განახლება, Mac OS X 10.5.1, უკვე რამდენიმე კვირაა ველოდებით შემდეგ ვერსიას. გასული კვირის განმავლობაში Apple-მა ტესტერებს დაუგზავნა ორი ანაწყობი, Mac OS X 10.5.2 build 9C20 და 9C23, რომლებშიც განსაკუთრებული პრობლემები არ შეიმჩნეოდა.

გუშინ კომპანიამ დააგაზავნა კიდევ ერთი ანაწყობი – Mac OS X 10.5.2 build 9C20, რომელიც, ისევე როგორც წინა ორი, არ შეიცავს რაიმე სერიოზულ პრობლემას. ტესტერების განცხადებით, გასწორებებეს სია 130-ზე მეტ ჩანაწერს შეიცავს.

განახლება Mac OS X 10.5.2, გარდა სხვადასხვა გასწორებებისა, ოპერაციულ სისტემაში შეიტანს ახალ ფუნქციებს – მაგალითად, სტეკის შიგთავსის სიის სახით ნახვა, Remote Disk-ის ფუქნცია და სხვ.

წყარო: AppleInsider