Apple-მა გამოაქვეყნა ვიდეო-გაკვეთილები Mac OS X-სთან სამუშაოდ

Apple-მა გახსნა თავის ვებ-საიტზე ახალი განყოფილება „Find Out How“, რომელშიც Mac OS X-ის ახალ მომხმარებლებს შეუძლიათ გაეცნონ ოპერაციულ სისტემას, ინტერფეისის ძირითად ელემენტებს და პროგრამებს ვიდეორგოლების მეშვეობით.

ვიდეორგოლები გვიყვებიან იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ხელმისაწვდომი ხდება მომხმარებლისათვის Mac-ის შეძენის შემდეგ. აქ შეიძლება იხილოთ Mac OS X-ის ინტერფეისთან მუშაობის ძირთადი პრინციპები – Finder-თან, Dock-თან, მენიუს სტრიქონთან, Spotlight-თან, Dashboard-თან, QuickLook-თან, მიიღოთ პასუხები Microsoft Windows-ის მუშაობის შესახებ Mac-კომპიუტერებზე, აგრეთვე გაეცნოთ Apple-ის პაკეტებს iWork-ს და iLife-ს – iPhoto, iMovie, iWeb, GarageBand, Pages, Numbers, Keynote.

ვიდეო-რგოლები იხილეთ აქ.

წყარო: Apple