ჯობსმა მოუწოდა ინსვესტორებს დარჩნენ Apple-თან ერთად

Apple-ის მეთაური სტივ ჯობსი ადასტურებს, კომპანიის აქციების კურსის მიმდინარე არასტაბილურობას, თუმცა მოუწოდებს ინვესტორებს დარჩნენ Appleთან ერთად. წერილში, რომელიც მიმართულია კომპანიის თანამშრომლებისადმი, ჯობსი მიუთითებს $18 მლრდ. თავისუფალ საშუალებებზე, ვალების არასებობაზე და საცალო ვაჭრობის 200 მაღაზიაზე სავაჭრო ნიშნით Apple Store. კომპანიის ხელმძღვანელის აზრით, მისი პერსონალი, მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრატეგია და პროდუქტების ხაზი იმედს უსახავს მას ზრდის შემდგომ პერსპექტივაში.

სტივ ჯობსმა აგრეთვე აღნიშნა, რომ Apple-ი მუშაობს უფრო უკეთ, ვიდრე სხვა მრავალი კომპანია. „თქვენ ხედავთ, ჩვენ უკეთესი შედეგები ვაჩვენეთ, ვიდრე სხვა კომპანიემბმა, მათ შორის Google-ი“, – წერს ჯობსი.

წყარო: AppleInsider