გასულ კვარტალში Apple-მა 2,3 მლნ. iPhone-ი გაყიდა

ბოლო სამი თვის განმავლობაში Apple-მა გაყიდა 2315 ათ. iPhone-ი, რამაც კომპანიის ბიუჯეტს $241 მლნ. შემოსავალი მოუტანა. Apple-ის ხელმძღვანელთა განცხადებით, კომპანია კმაყოფილია მიღწეული შედეგებით.

Apple-ის განცხადებით, მომხმარებლებმა საკადრისად შეაფასეს ასდოლარიანი კომპენსაცია, რომელიც მიეცათ ტელეფონის პირველ მყიდველებს. კუპერტინოში დარწმუნებულები არიან, iPhone-ის გაყიდვები წლის ბოლომდე 10 მლნ. ეგზემპლარს მიაღწევს.

წყარო: Apple

This entry was posted in Apple, ყველა სტატია and tagged . Bookmark the permalink.