VMware-ი წარმოგვიდგენს Leopard Server-ის მუშაობას ვირტუალურ მანქანაში

კომპანიამ VMware ამ დღეებში სან-ფრანცისკოში გამართულ გამოფენაზე Macworld Conference & Expo 2008 წარმოგვიდგინა ოპერაციული სისტემის Mac OS X 10.5 Leopard Server ვირტუალურ მანქანაში მუშაობა.

კომპანია ხაზს უსმევს, რომ ვირტუალურ მანქანაში ეშვება Leopard-ის არამოდიფიცირებული ვერსია, გამოიყენება სტანდარტული დრაივერები, მათ შორის – USB-პორტების, მყარი დისკების კონტროლერების, Ethernet-ადაპტერების.

რამდენიმე დღის წინ VMware-ის კონკურენტმა, კომპანიამ Parallels განაცხადა სერვერული ვირტუალიზაციის პროგრამული უზრუნველყოფის გამოსვლის შესახებ იგივე ფუნქციებით.

Mac OS X 10.5 Leopard-ის გამოშვებით, Apple-მა ცოტათი შეცვალა თავისი პოლიტიკა ოპერაციული სისტემების ვირტუალურად გაშვებასთან დაკავშირებით. ადრე Mac OS X Server-ის ლიცენზიაში ნაქვამი იყო, რომ Apple-ი არ იძლევა ამ ოპერაციული სისტემის რამდენიმე ეგზემპლარის ერთდოული გაშვების უფლებას.

წყარო: VMware

This entry was posted in Apple, ყველა სტატია and tagged , , , . Bookmark the permalink.