MacBook Air-ს Quanta ააწყობს

ტაივანური კომპანია Quanta Computer გახდა Apple-ის პარტნიორი MacBook Air-ის აწყობის საკითხში, გვატყობინებს DigiTimes-ი. გამოცემის ინფორმაციით, Apple-თან დადებული ხელშეკრულება დაეხმარება Quanta-ს გაზარდოს წარმოების მოცულობა 20-ით%.

საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით DigiTimes ამტკიცებს, რომ მიმდინარე წელს Quanta გეგმავს გაზარდოს პორტატული კომპიუტერების მოწოდება 25%-ით, ვიდრე გასულ წელს, ხოლო მთავარი შემკვეთები არიან Apple-ი და Hewlett-Packard-ი.

„Apple-ი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ წარმოადგინა MacBook Air-ი, მათ აწყობას გადასცემს Quanta-ს, – წერს გამოცემა. – პორტატული კომპიუტერების წილი, რომელიც Apple-ის დაკვეთით მზადდება, წარმოების საერთო მოცულობაში 20%-ზე მეტი იქნება 6—8 მლნ. მოწყობილობას შეადგენს.

Quanta-ს საწარმოო სიმძლავრეების გამოყენებით იწყობა აგრეთვე MacBook-ები.

წყარო: DigiTimes

This entry was posted in Apple, ყველა სტატია and tagged , . Bookmark the permalink.