Google-ი გვაფრთხილებს Gmail-თან წვდომის პრობლემებზე iPhone 1.1.3-დან

Google-ი აბრთხილებს iPhone-ის მომხმარებლებს ზოგიერთი პრობლემის შესახებ iPhone-ის შიდა კოდის 1.1.3 ვერსიამდე განახლების შემდეგ.

firmware-ის განახლებისას Gmail-თან წვდომა ავტომატურად გადადის POP-იდან IMAP-ზე, შედეგად ეკრანზე წაკითხული შეტყობინებები, მოინიშნება როგორც „წაკითხული“ სერვისის ვებ-გვერდზე. შეტყობინების წაშლის შემდეგ, იგი გადადის საქაღალდეში „წაშლილები“, საიდანაც 30 დღეში სამუდამოდ იშლება.

პრობლემის გასასწორებლად, მომხმარებელმა ხელით უნდა გადართოს ფოსტასთან წვდომა IMAP-იდან POP-ზე, ან მოარგოს IMAP ხელით. თუ როგორ გავაკეთოთ ეს შეგვიძლია ვნახოთ აქ და აქ შესაბამისად.

წყარო: Google