Apple-მა შეამცირა Apple TV-ის ფასი და გამოუშვა Firmware-ის განახლება

Apple-მა განაახლა Apple TV-ის შიდა პროგრამული უზურნველყოფის კოდი და დააკლო სატელევიზიო მოწყობილობის ფასი – საწყისი მოდელი 40 გბაიტიანი მყარი დისით ეხლა უკვე $229 ღირს.

განახლება შესაძლებლობას გაძლევთ იქირავოთ ფილმები iTunes Store Movie Rentals-ში კომპიუტერის დახმარების გარეშე.

„Apple TV-ის და iTunes Movie Rentals-ის დახმარებით კინოფილმების მოყვარულებს შეეძლებათ DVD- და HD-ხარისხის ფილემბის ქირაობა, მხოლოდ ერთი ღილაკის დაჭერით, – განაცხადა Apple-ის ხელმძღვანელმა სტივ ჯობსმა. – უკვე აღარ არის საჭირო მაღაზიაში მისვლა და დისკის შეძენა“.

Apple TV-ის გამოყენებით მომხმარებელი შეძლებს ფოტოების, YouTube-ის ვიდეო-რგოლების ნახვას, პოდკასტების ჩამოტვირთვას, სატელევიზიო შოუების ნახვას.

Apple TV-ის განახლებული ფასები აშშ-ში: 40 გბაიტიანი დისკით – $229, 160 გბაიტიანით – $329.

წყარო: Apple