Skip to content

Apple Time Capsule — უსადენო HDD Time Machine-ისათვის

Macworld Conference & Expo 2008-ზე გამოსვლისას, Apple-ის მეთაურმა სტივ ჯობსმა წარმოადგინა კომპანიის ახალი პროდუქტი - Time Capsule - მოწყობილობა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა ვისარგებლოთ Time Machine-ის ფუნქციით უსადენო შეერთების გამოყენებით.

მოწყობილობა, რომელიც გარეგნულად ძალიან წააგავს AirPort Extreme-ს, ითავსებს უსადენო წვდომის წერტილს 802.11n პროტოკოლის მხარდაჭერით და მყარ დისკს.

„მიიტანეთ Time Capsule-ი სახლში, ჩართეთ, დააჭირეთ რამოდენიმე ღილაკს Mac-ზე და - ვუალა! - სახლის ყველა Mac-ი შეინახავს სამარქაფო ასლს ავტომატურად - ყოველ დღე, ყოველ საათს“, - განაცხადა სტივ ჯობსმა სიახლის წარდგენისას.

მოწყობილობის ტექნიკური მახასიათებლები:

 

  • ორდიაპაზონიანი ანტენები 2,4 ან 5 გჰც;
  • Gigabit Ethernet-ის სამი პორტი;
  • Gigabit Ethernet-ის ერთი პორტი ინტერნეტის წვდომისათვის;
  • ერთი USB 2.0 პორტი პრინტერის ან გარედისკის მისაერტებლად;
  • Wi-Fi WPA/WPA-2 დაცვით და 128-ბიტიანი WEP-დაშიფვრით;
  • ჩადგმული NAT firewall.

Time Capsule-ის ფასია 500 გბაიტიანი დისკით $299, 1 ტბაიტიანით - $499.

წყარო: Apple