Skip to content

თამაშებისათვის ოპტიმიზირებული Mac-ი

პროგრამისტებმა CodeWeavers-იდან მიზნადი დაისახეს ვირტუალიზაციის გაფართოება „მაკინტელებზე“ და გვამცნეს სასიხარულო ინფორმაცია: უახლეს ხანებში CrossOver-ის „სათამაშო“ Маc-ვერსიის გამოშვების სესახებ: „ახალი CrossOver Gaming-ი ოპტიმიზირებული იქნება სპეციალურად თამაშებისათვის და განახლდება უფრო ხშირად, ვიდრე CrossOver-ის ჩვეულებრივი ვერსიები".

განსაკუთრებული მომენტი ამ სიახლეში არის ის, რომ მომხმარებელებს, რომლებსაც არ სურთ CrossOver Gaming-ში 60 დოლარის გადახდა, შესთავაზებენ განსხვავებულ ვარიანტს: მათთვის განკუთვნილია ყოველთვიური ხელმოწერა 5 (სიტყვიერად — ხუთი) დოლარის ოდენობით.

როგორც ჩანს, CodeWeavers-ი ვარაუდობს, რომ საშუალოსტატისტიკური გეიმერის აზარტი გასტანს 12 თვის განმავლობაში. ჩვენ რა თქმა უნდა ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ... ;)