iPhone-ის ისტორია: უცნობი ფაქტები

საიტი Wired.com, მიმომხილველი ფრედ ფოგელშტეინი (Fred Vogelstein) და ოთხი თაბახი ინფორმაცია დამაინტრიგებელი სათაურით „უცნობი ფაქტები: როგორ შეცვალ iPhone-მა მობილური ინდუქსტრია“. ძნელი არაა სტატიის შინაარსის გამოცნობა (გავრცელებული კლიშე „Apple iPhone-ის ზემოქმედების უნიკალური ეეფქტი მობილური გადაწყვეტილებების ინდუსტრიაზე“ საკუთესო ვარიანტი იქნება), შეგიძლიათ დააწკაპუნოთ ბმულზე სტატიის ორიგინალის სანახავად და ყველაზე უფრო ადვილი კიდევ არის აქ მოყვანილი ამონარიდების წაკითხვა. მაშ ასე, დავიწყეთ:

… Apple-ის და Motorola-ს ასეთი აქტუალური ალიანსი 2005 წელს (გახსოვთ iTunes-ტელეფონი ROKR?), როგორც ჩანს, თავიდანვე განწირული იყო: „სავარაუდოდ, ჯობსმა შესანიშნავად იცოდა, რომ ROKR-ი ვერ გახდებოდა ბაზრის სენსაცია; მომხმარებლებმა უბრალოდ შეიძულეს ეს მოწყობილობა, რომელსაც არ შეეძლო მუსიკის ჩამოტვირთვა პირდაპირ ქსელიდან და შეზღუდული იყო მხოლოდ ასი კომპოზიით ტელეფონის მეხსიერებაში. შედეგად ROKR იდეალური მაგალითი გახდა მობილურ ინდუსტრიაში ზრდადი პრობლემებისა, როდესაც საბოლოო მომხმარებლები ყველაზე ნაკლებად აინტერესებდათ ერთმანეთზე მამა-სისხლად გადაკიდებულ კონკურენტებს“.

… Apple-ის CEO-ს და Cingular-ის ტოპ-მმართველების პირველი საიდუმლო თათბირი შედგა 2005 წლის სექტემბერში. ჯობსის მიერ შეთავაზებული მოქმედების პროგრამა სამ რამეზე იყო დაფუძნებული: (ა) Apple-ს გააჩნია უნიკალური რევოლუციური ტექნოლოგია, რომელიც „სინათლის წლებით“ ასწრებს კონკურენეტების ანალოგიურ ნამუშევრებს; (ბ) კომპანია სერიოზულად განიხილავს Cinguar-თან ექსკლუზიური კონტრაქტის გაფორმებას, მაგრამ ამ დროს (3) გათვალიწინებულია „სათადარიგო აეროდორმი“ – საკუთარი კომპანიის დე-ფაქტო მობილური კავსირგაბმულობის ოპერატორად გადაქცევა.

Apple iPhone-ის კოდური დასახელება გახდა Р2 – შემოკლება Purple 2-დან (ნიშნულით Purple 1 ფიგურირებდა მკვდარადსობილი ჰიბრიდი iPod-ისა და მობილური ტელეფონისა – „iPod phone project“).

… iPhone-ის შექმნაზე დაიხარჯა 150 მლნ. დოლარზე მეტი და უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომები – პროგრამული და პარატურული უზურნველყოფის შემქმნელები სრულად იზოლირებული იყვნენ ერთმანეთისაგან, ხოლო Macworld 2007-ზე პრეზენტაციამდე iPhone-ის მუშა ეგზემპლარი იხილა მხოლოდ 30 (ოცდაათი) ადამიანმა. სხვათაშორის, ტელეფონის სამართავად Mac OS X-ის გამოყენება თავიდან სულაც არ იყო დაგეგმილი – საკმაო ხანი Apple-ის ინჟინრები ვარაუდობნენ Linux-ის გამოყენებას.

… ყველაზე საინტერესო მომენტი მთელ სტატიაში: Apple-ის ინჟინრები წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდენენ პორტატული პლანშეტური კომოპიუტერის სენსორულ ინტერფეისზე. სამწუხაროდ, აღნიშნული ფაქტი ამ საინტერესო სტატიაში გაშლილი არ არის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *