iPhone-ი „ოპერის“ გარეშე

ვერ მოვასწარი რა იმაზე ჩაფიქრება, თუ რა გამოვიდოდა iPhone-ისათვის ალტერნატიული ვებ-ბრაუზერის გამოშვებით, რომ ასეთი სახის პერსპექტივა მობილური Opera Mini-ს სახით აორთქლდა, როგორც შარშანედელი თოვლი. თუმცაღა, მოდით დავიწყოთ ოდნავ შორეული წარსულიდან: სამშაბათს, რვა იანვარს, Opera Software-ის ერთერთმა პროგრამისტმა დევიდ როზენმა (David Rosen) მისცა მოკლე ინტერვიუ Uberpulse ტექნო-ბლოგის რედაქტორს ჟან-ბაპტისტ სუს. საუბრის უდიდესი ნაწილი მიეძღვნა Opera 9.5 SDK ახალ შესაძლებლობებს ისეთ მობილური პლათფორმებზე, როგორიცაა Linux-ი და Windows Mobile-ი, თუმცა საუბრის მთავარმა სიახლემ გაიჟღერა ჩანაწერის ბოლო წამებზე: შეკითხვაზე, გამოვა თუ არა ოპერას iPhone-ვერსია, როზენმა ენთუზიაზმით განაცხადა „დიახ!“, რის შემდეგაც ინტერვიუ დასრულდა (ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ YouTube-ზე).

ინტერვიუს პუბლიკაციის შემდგომ Uberpulse-ში, რეზენის ფინალური შორისდებულით დაინტერესდნენ ჟურნალისტები Wired.com-იდან, რომლებმაც პროფესიული ჩვევიდან გამომდინარე გადაწყვიტეს დაეზუსტებინათ სენსაციური ინფორმაცია ნორვერგიულ კომპანიაში. პასუხი ცოტა არ იყოს უცნაური მიიღეს: „ეს ის შემთხვევაა, როდესაც მოზღვავებული ენთუზიაზმით გადავსებული პროგრამისტები კითხვაზე პასუხობენ თეორიულად“. ხელმოწერა — საზოგადოებასთან ურთიერთობის მმართველი მიშელ ვალდივია ლიენი. ამას შეგვიძლია დავამატოთ Insanely Great Mac-ის კომენტატორის კომენტარი: „კითხვაზე პასუხის გაცემა თეორიულად… არასდროს არ გადავყრილვარ უკან დახევის ასეთ ვარიანტს“.