უცნობი ნაცნობი QuickTime: სტრიქონები ეკრანზე

აღნიშნული ტექსტი იდეალურად ჯდება კატეგორიაში „იცით თუ არა, რომ?“ მართლაც, იცით თუ არა, რომ ასეთი ნაცნობ და ჩვეულ QuickTime Player-ს აქვს ტექსტური ფაილების ჩვენების მხარდაჭერა? არ გჯერათ – დარწმუნდით თქვენ თვითონ:

ვინაიდან ხელთ txt-ფაილი არ აგმოღვაჩნდა, იმპროვიზაცია დაგვჭირდა. როგორც ხედავთ, წაკითხვის პრობლემა არ გაგვჩენია: ყოველ ორ წამში ერთხელ ეკრანზე გამოდის შემდეგი სტრიქონი (სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ამ პროცესის დაჩქარება, პანელში A/V Controls ცოციების გადაადგილებით. Сommand-F აგრეთვე შესანიშნავად მუშაობს).

შემდეგ: ხუთი წუთი ექსპერიმენტების შემდეგ გაირკვა, რომ ტექსტური ფაილების გარდა QuickTime ასე ადვილად ხსნის PDF-ფაილებს…

… და ამავდროულად სრულად უგრძნობია Rich Text Format-თან, html-ფაილებთან და text clippings – ტექსტური ფაილების ფრაგმენტებთან. აგრეთვე გამოირკვა, რომ ტექსტის ჩვენების შესაძლებლობა ჩაშენებული იყო Quicktime-ის ჯერ კიდევ მე-2 ვერსიაში, ანუ System 7-ის დროს, ე.ი. – ძალიან დიდი ხნის წინ. საინტერესოა ის, რომ ტექსტის ჩვენების ფოკუსი QuickTime-ში ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდება დრესაც კი, ათი წლის შემდეგ.