T612 — აკუსტიკური სისტემა iPhone-ისათვის Altec Lansing-ისაგან

კომპანიამ Altec Lansing წარმოადგინა ახალი აკუსტიკური სისტემა Apple iPhone-ისათვის შემომავალი ზარების მიღების ფუნქციით. ზარის შემოსვლისას აკუსტიკური სისტემა T612 თიშავს მუსიკას, ხოლო ზარის დასრილების შემდგომ ტეელფონის შემაპირისპირებელ სადგურში ჩადების შემდეგ მუსკის დაკვრა განახლდება შეწყვეტილი ადგილიდან.

კომპანიის კონსტრუქტორებმა გაითვალისწინეს სპიკერების ეკრანირების სისტემა T612-თვის, ამიტომ მომხმარებელი ვერ გაიგონებს ნაცნობ ხმებს, რომლებიც ცნობილია GSM-ტელეფონის თითოეული მფლობელისათვის. კომპანიის განცხადებით, სპიკერები და დაბალი სიხშირეების გაუმჯობესების სისტემა XdB, უზრუნველყოფენ ხმის საკადრის ჟღერადობას.

თუმცა მოწყობილობა გათვლილია iPhone-თან და iPod-ებთან სამუშაოდ, მას აგრეთვე აქვს სტანდარტული აუდიო-შესასვლელი სხვა მოწყობილობებთან სამუშაოდ. აპარატს მოყვება დისტანციური მართვის პულტი.

ფასი — $199.99. გაყიდვაში მოწყობილობა გამოვა თებერვალში.

წყარო: Altec Lansing