Delphi გადააქცევს თქვენს iPhone-ს მანქანის მართვის დისტანციურ პულტად

კიდევ ერთი სიახლე CES 2008-დან — უსადენო პროგრამული უზურნველყოფა, რომელიც დაგეხმარებათ სატრანსპორტო საშუალების მართვაში. იგი საშუალებას მოგცემთ გააკონტროლოთ და დისტანციურად მართოთ თქვენი მანქანის მრავალი ფუნქცია Bluetooth-ის საშუალებით. Delphi-ს შეუძლია განსაზღვროს თქვენი ავტომობილის მდებარეობა თქვენივე iPhone-თან მიმართებაში 1 მილის რადიუსში. ასევე შეგიძლიათ ცართოთ კონდინციონერი, მართოთ ტემპერატურა და ფანჯრების აწევა-დაწევა.

ჩანაფიქრი შესანიშნავია, ველოდებით პროექტის სერიაში გაშვებას — პოპულარობა გარანტირებული იქნება.