პირველი ვირუსი iPhone-ისათვის

კვლევითმა კომპანიამ F-Secure შეგვატყობინა პირველი ტროას ცხენის შესახებ, რომელიც სპეციალურად შექმნილია Apple iPhone-ისათვის. კომპანიის მონაცემებით, პირველი მონაცემები გამოჩნდა ჯერ კიდევ 4 დღის წინ ფორუმზე ModMyiFone.com.

ფორუმის შეტყობინებით, ახალი პროგრამის მავნებლობა ფრიად შეზღუდულია, ვინაიდან სისტემაში მოხვედრის შემდეგ, ვირუსს, რომლის სახელიცაა “iPhone firmware 1.1.3 prep” ან უბრალოდ “113 prep” უბრალოდ ეკრანზე გამოაქვს სიტყვა “Shoes” (ფეხსაცმელი), მაგრამ დეინსტალაციის შემთხვევაში , იგი სისტემიდან შლის მნიშვნელოვან ფაილებს საქაღალდედან /bin.

საქარალდეში /bin განთავსებულია სხვადასხვა სამარჯვეები, რომლებიც გამოიყენება iPhone-ის მუშაობისათვის. დღესდღეობით ზუსტი მონაცემები არ მოგვეპოვება იმის შესახებ, თუ რომელი ფაილები იშელბა შისტემიდან. Symantec-ის მონაცემებით, ვირუსი შლის Erica’s Utilities ფაილებს, აგრეთვე ცვლის OpenSSH-ის დაშიფვრის პროტოკოლის კოდს. მომხმარებლებს, რომელთა ყელეფონებიც დასნებოვდნენ ამ ვისრუსით, Symantec-ი ურჩევს წაშალოს ეს პროგრამა და გააკეთოს ტელეფონის ხელახალი ინსტალაცია.