Skip to content

გამყოფები გვერდითა ზოლში

ჯერ გავიხსენოთ ყველასთვის ცნობილი ფაქტი: გვერდითა ზოლის (Sidebar) შიგთავსი OS X Leopard-ის ახალ Finder-ში იყოფა ოთხ ძირითად ჯგუფად — ხელმისაწვდომი მოწყობილობები ("Devices"), ზიარი რესურსები ("Shared"), საქაღალდეები ("Places"), რომლებშიც შეგიძლიათ გადაიტანოთ არამარტო საქაღალდეები, არამედ პროგრამებიც და ძებნის შაბლონების ნაკრები (ჯგუფი "Search For"). ძნელი მისახვედრი არაა, რომ ყველაზე ხშირად საშუალოსტატისტიკური მომხმარებელი მიმართავს მესამე ჯგუფს, რომელიც რაღაც დროის შემდეგ იქცევა მალსახმობების ნაგავსაყრელად. კარგი იქნებოდა, რომ დაგვეყო ეს მალსახმობები მცირე ჯგუფებად, მაგრამ როგორ გავაკეთოთ ეს? ყველაზე რეალური პასუხია - მოვიფიქროდ რაიმე პროგრამა ამისათვი. თუმცა არაფრის მოფიქრება საჭირო არაა, უკვე გააკეთეს ყველაფერი. აი მაგალითად ასეთი რამ:
zip-არქივი (115 კბაიტი) "sidebar separators". იხილეთ თვალსაჩინო მაგალითი.

მცირე შენიშვნა: თუ მაინც დაგაინტერესებთ აღნიშნული პროგრამა, აუცილებლად შედით განყოფილებაში "Advanced" Finder-ის პარამეტრებში — იხილეთ ოფცია "Show all file extensions". სასურველია, რომ იგი გამორთული იყოს...

... წინააღმდეგ შემთხვევაში ულამაზო შედეგს მივიღებთ.