Skip to content

OS X Leopard: ძებნა მარკერების მიხედვით

ყოველი შემთხვევისათვის: მარკერები, იგივე ფერადი ჭდეები არის ყველასთვის ცნობილი ჭდეები კონტექსტური მენიუდან, რომლებიც 10.5 ვერსიაში უბრალო დანიშვნის ხელსაწყოდან გადაიქცა Spotlight-ში ძებნის ახალ საშუალებად. ამისათვის Spotlight-ის ან Finder-ის ძებნის სტრიქონში შეიყვანეთ label: და მიუწერეთ არგუმენტი ერთიდან რვამდე ციფრის სახით - ყოველი მათგანი შეესაბამება ერთ-ერთ მარკერს. პატარა ნიუანსი - მარკერების ნომრები არ შეესაბამება მათ თანმიმდევრობას კონტექსტურ მენიუში, ამიტომაც მოგიწევთ მათი ზეპირად დახსომება: 0 - ჭდის გარეშე 1 - ნაცრისფერი (Gray) 2 - მწვანე (Green) 3 - იისფერი (Purple) 4 - ცისფერი (Blue) 5 - ყვითელი (Yellow) 6 - წითელი (Red) 7 - ფორთოხლისფერი (Orange)