Apple-მა დააპატენტა შემაპირისპირებელი სადგური პორტატული კომპიუტერებისათვის

მორიგ საპატენტო განაცხადში, რომელიც Apple-მა შეიტანა აშშ-ს შესაბამის სამსახურში, აღწერილია რევოლუციური შემაპირისპირებელი სადგური (Dock Station) პორტატული კომპიუტერებისათვის.

განაცხადში სახელად „ინტეგრირებული მოწყობილობა, რომელიც ითავსებს მონიტორს და შემაპირისპირებელ სადგურს“, აღწერილია შემაპირისპირებელ ი სადგური, რომელიც გაცილებით უფრო კომპაქტური და მოსახერხებელია, ვიდრე ამჟამად არსებული მოდელები.

როგორც სურათიდან ჩანს, შემაპირისპირებელი სადგური წარმოადგენს მოწყობილობას, რომელიც გარეგნულად მოგვაგონებს iMac-ს, თუმცა შიგნიდან არაფერი არაა. გვერდითი სლოტიდან ამ „მონიტორის“ შიგნით იდგმება MacBook-ი.

ამასთან განაცხადის ავტორებმა გაითვალიწინეს მრავალი დეტალი. პორტატული კომპიუტერის სადგურში განთავსების შემდეგ კვლავინდებულად შესაძლებელი ხდება ოპტიკური დისკწამყვანის გამოყენება, ხოლო ის ელემენტები, რომლებსაც ვერ გამოიყენებთ, – კამერა iSight ან პორტები – დუბლირებულია უშუალოდ სადგურზე. გათვალისწინებულია აგრეთვე კომპიუტერის თხევადი გაგრილება, აკუმულატორის დამუხტვა და სატელეფონო გარნიტურაც კი.

გამორიცხული არაა, რომ Apple-ი წარმოადგენს აღნიშნულ მოწყობილობას გამოფენაზე Macworld, ახალ მითიურ პორტატულ კომპიუტერთან ერთად.

წყარო: MacNN