Apple-ი წარმოადგენს Mac Pro-ს Blu-Ray დისკწამყვანით MWSF-ზე

კომპანიის American Technology Research ანალტიკოსი შო ვუ (Shaw Wu) საკუთარ კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით გვატყობინებს, რომ Apple-ი Macworld Conference & Expo შოუდან დაწყებული დაიწყებს Mac-კომპიუტერების აღჭურვას Blu-Ray დისკწამყვანებით.

პირველ რიგში, ალბათ აღიჭურვება პროფესიული მოდელები Apple Mac Pro.

პროფესიული სისტემების ბოლო სერიოზული განახლება მოხდა თითქმის წელიწადნახევრის წინ – კონფერენციაზე WWDC 2007, როდესაც დასახელებამ PowerMac ადგილი დაუთმო ახალს – Mac Pro, ხოლო PowerPC G5 პროცესორების მაგივრად დაიწყეს Intel Xeon-ების გამოყენება.

წყარო: MacRumors