Skip to content

iPhone-ში გაცვლის ბუფერი იქნება

web-საიტის MacScoop-ის ცნობით, iPhone-ის შიდა პროგრამული უზრუნველყოფის ახალი ვერსია გამოვა Macworld Conference & Expo-ს ჩატარებისას, რომელიც გაიხსნება ორ კვირაში სან-ფრანცისკოში. როგორც ცნობილია, განახლების წინასწარი ვერსია უკვე გამოჩნდა ინტერნეტში, თუმცა, MacScoop-ის აზრით, მასში ჯერ კიდევ არაა დამატებული მთელი რიგი იმ სიახლეებისა, რომლებიც იქნება ფინალურ ვერსიაში.

კეროდ, web-საიტის განცხადებით, ახალ ვერსიაში პირველად გამოჩნდება გაცვლის ბუფერთან მომუშავე საშუალებები. ბრძანებების copy/paste დამატებას უკვე დიდი ხანია ითხოვენ მომხმარებლები - გაცვლის ბუფერი, ისევე როგორც ინტერფეისის სხვა გაუმჯობესებები, ტელეფონთან მუშაობას უფრო ეფექტურს გახდიან.

MacScoop-ის ინფორმაციით, აღნიშნული გაუმჯობესებების გარდა, iPhone firmware-ის ახალი ვერსია უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ სტაბილურობას და წარმადობას.

წყარო: MacScoop