Skip to content

ბრიტანულმა ოპერატორმა O2, რომელიც Apple-ის ოფიციალური პარტნიორია, გაზარდა უფასო წუთების და SMS-შეტყობინებების ოდენობა.

შედეგად, მინიმალური პაკეტის მომხმარებლები (ფასი — 35 გირვანქა სტრელინგი) მიიღებენ სამჯერ უფრო მეტ წუთს - 600 და 2,5-ჯერ მეტ SMS-ს - 500. ანალოგიურად გაიზრდება სხვა, უფრო ძვირი პაკეტების პირობები.

ოპერატორის განხცადებით, სატარიფო გეგმის შეცვლა შეეხებათ როგორც ახალ კლიენტებს, ასევე უკვე არსებულსაც.

წყარო: MacWorld UK

კომპანიამ VMware გამოუშვა თავისი ვირტუალური x86-მანქანის განახლება — Fusion 1.1.1.Fusion-ის ახალ ვერსიაში უნიფიცირებულია მუშაობა მალსახმობ კლავიშებთან კლავიატურის Mac- და Win-განლაგებებში - ისეთების, როგორიცაა, Command-C და Control-C. ამის გარდა, გამოსწორდა პრობლემები File Vault-თან Leopard-ში, Ethernet-ის და Wi-Fi-ის მუშაობა, გაუმჯობესებულია მუშაობა Boot Camp-თან და ა.შ. განახლება უფასოა რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის.

წყარო: VMware

Apple-მა დაიწყო პორტატული კომპიუტერის MacBook Air-ის დაგზავნა მომხმარებლებისადმი. პირველი მყიდველები, რომლებმაც შეუკვეთეს ახალი კომპიუტერები Apple.com-ზე, უკვე ამ დღეებში მიიღებენ საქონელს.

ამასთან ერთად კომპანიამ გამცნო, რომ კიდევ ერთი პროდუქტის გამოშვება, - Apple TV-ის შიდა პროგრამული უზურნველყოფის განახლება, Apple TV: Take 2, - ოდნავ ყოვნდება. Apple-ის განცხადებით, განახლება მაქსიმუმ ერთი-ორი კვირით დაიგვიანებს.

წყარო: Apple

Apple-მა გამოუშვა განახლებები iWork-ის პაკეტის ყველა პროგრამისათვის, - Pages, Numbers და Keynote.

თანხმლებ დოკუმენტაციაში Apple-ს მოყავს საკმაოდ მწირი ინფორმაცია: განახლება Keynote 4.0.2 აღმოფხვრავს პროგრამის წარმადობის პრობლემებს, ხოლო განახლებები Pages 3.0.2 და Numbers 1.0.2 აუმჯობესებენ ამ პროგრამების თავსებადობას Mac OS X-თან.

განახლებების დაყენება შესაძლებელია Mac OS X Software Update-ის საშუალებით. ფაილების საერთო ზომა - 89 მბაიტი.

წყარო: Apple

Apple-ის მეთაური სტივ ჯობსი ადასტურებს, კომპანიის აქციების კურსის მიმდინარე არასტაბილურობას, თუმცა მოუწოდებს ინვესტორებს დარჩნენ Appleთან ერთად. წერილში, რომელიც მიმართულია კომპანიის თანამშრომლებისადმი, ჯობსი მიუთითებს $18 მლრდ. თავისუფალ საშუალებებზე, ვალების არასებობაზე და საცალო ვაჭრობის 200 მაღაზიაზე სავაჭრო ნიშნით Apple Store. კომპანიის ხელმძღვანელის აზრით, მისი პერსონალი, მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრატეგია და პროდუქტების ხაზი იმედს უსახავს მას ზრდის შემდგომ პერსპექტივაში.

სტივ ჯობსმა აგრეთვე აღნიშნა, რომ Apple-ი მუშაობს უფრო უკეთ, ვიდრე სხვა მრავალი კომპანია. „თქვენ ხედავთ, ჩვენ უკეთესი შედეგები ვაჩვენეთ, ვიდრე სხვა კომპანიემბმა, მათ შორის Google-ი“, - წერს ჯობსი.

წყარო: AppleInsider

მიუხედავად ფასის ცოტა ხნის წინანდელი ვარდნისა, Apple-ის აქციები კვლავინდებულად კაპიტალდაბანდების კარგ საჭუალებად ითვლება.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ Apple-ის აქციების კურსის ვარდნის ძირითადი მიზეზია მიმდინარე კვარტლის ფინანსური შედეგების პროგნოზი. დაგეგმილი შემოსავალი თითოეულ აქციაზე - $0,94 - 15%-ით ნაკლებია, ვიდრე უოლტ-სტრიტელი ანალიტიკოსებისა.

აქციების ფასის ვარდნა საშუალებას იძლევა ლარგ ფასად შევიძიონოთ აქციები.

წყარო: MacNN

როგორც ჩანს, პროცესორის Core 2 Duo-ის მოდიფიკაცია ერთადერთი არაა ახალ კომპიუტერში. web-საიტის Electronista-ს ინფორმაციით, გარე დისკწამყვანი არ იმუშავებს სხვა კომპიუტერებთან.

Electronista-ს წყაროების განცხადებით, ამის მიზეზია კვების განსაკუთრებული მოთხოვნები, რაც არ იზლევა საშუალებას სხვა კომპიუტერებთან მიერთებისა.

უნდა ავღნიშნოთ, რომ MacBook Air-ი, გარდა საკუთარი გარე დისკწამყვანისა, შესაძლებლობას იძლევა მიიერთოს ნებისმიერი სხვაც.

წყარო: Electronista

Apple-ის აზრით, ციფრული დამკვრელების ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელი, iPod touch-ი, რომელსაც შეუძლია დაიკვეხნოს გაყიდვების მაღალი ტემპით, მსოფლიოში პირველი მობილური WiFi-მოწყობილობაა, რომელიც განკუთვნილია მომხმარებელთა ფართო ფენებისათვის.

გასული წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში Apple-მა სულ გაყიდა ყველა ტიპის 22,1 მლნ. დამკვრელი. NPD-ს მონაცემებით, Apple-ის წილი აშშ-ში ციფრული დამკვრელების ბაზარზე პრაქტიკულად არ შეცვლილა, მაშინ როდესაც თიღქმის ყველა ევროპულ ბვაზარზე შეინიშნება გაყიდვების ზრდა.

ბოლო სამი თვის განმავლობაში Apple-მა გაყიდა 2315 ათ. iPhone-ი, რამაც კომპანიის ბიუჯეტს $241 მლნ. შემოსავალი მოუტანა. Apple-ის ხელმძღვანელთა განცხადებით, კომპანია კმაყოფილია მიღწეული შედეგებით.

Apple-ის განცხადებით, მომხმარებლებმა საკადრისად შეაფასეს ასდოლარიანი კომპენსაცია, რომელიც მიეცათ ტელეფონის პირველ მყიდველებს. კუპერტინოში დარწმუნებულები არიან, iPhone-ის გაყიდვები წლის ბოლომდე 10 მლნ. ეგზემპლარს მიაღწევს.

წყარო: Apple

დღეს გაგაცნობთ საკმაოდ კარგ პროგრამას iPhone-ზე წიგნების წასაკითხად - Books. app .

დააყენეთ Books-ი инсталлер-ის საშუალებით. შემდეგ, ნებისმიერი ფაილური მენეჯერის საშუალებით (მაგალითად iPhone Browser) შედით ტელეფონში საქაღალდეში /var/root/Media/EBooks და ჩაწერეთ თქვენი წიგნი. Books-ს ესმის შემდეგი ფორმატის წიგნები: TXT და HTML. ტექსტი უნდა იყოს UTF-8 ფორმატში (პროგრამის პარამეტრებში შეგიძლიათ სხვა კოდირების არჩევაც).

ჩამოტვირთეთ Books v1.3.7