PDF2ID 1.1-მა მიიღო Leopard-ის მხარდაჭერა

კომპანიამ Recosoft გამოუშვა PDF2ID-ის, საგამომცემლო პაკეტის Adobe InDesign CS2 და CS3 ვერსიების დამატების განახლება, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ გარდაქმნათ PDF-დოკუმენტები InDesign-ის ფორმატში, ტექსტური ბლოკების და გარეგანის სახის შენარჩუნებით.

PDF2ID 1.1-მა მიიღო Mac OS X 10.5 Leopard-ის, OpenType შრიფტების მხარდაჭერა.

სიახლეთა შორისაა – შენიშვნების იმპორტი ცალკე შრეზე CS3-ის შენიშვნების ფორმატში გარდაქმნით, აბზაცების, მაკეტების, ცხრილების და გრაფიკის უფრო ზუსტი რეკონსტრუქცია, აგრეთვე გაუმჯობესებული სტაბილურობა.

განახლება უფასოა რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის. ლიცენზიის ფასი – $294.

საცდელი ვერსია შეგიძლიათ გადმოტვირთოთ აქედან.

წყარო: Recosoft