Apple-ი გამოუშვებს 13-გოჯიან პორტატულებს LED-განათებით

DigiTimes-ის ტაივანური გამოცემა გვატყობინებს, რომ კომპანიამ Taiwan Nano Electro-Optical Technology (Nano-Op) მიიღო შეკვეთა Apple-ისაგან დისპლეის განათების შუქდიოდიან მოდულებზე (LED backlight units, BLU) 13,3-გოჯიანი დისპელებისათვის. გამოცემის ცნობით, Nano-Op-მა ნოემბერში უკვე მიაწოდა Apple-ს 10 ათასი მოდული, ხოლო დეკემბერში მათი ოდენობა გაიზრდება 90 ათასამდე.

Nano-Op-ის გარდა, BLU-მოდულებს Apple-ს აწვდის აგრეთვე კომპანია Kenmos-ი.

გამორიცხული არაა, რომ 13-გოჯიანი მოდულები გამოყენებული იქნება ახალ ულტრაპორტატულ კომპიუტერებში, რომლებიც იანვარში იქნება წარმოდგენილი Macworld-ზე.

 

წყარო:

DigiTimes