iPhone-ი 3G-ის მხარდაჭერით მომავალ წელს გამოვა

iPhone-ის მოდელი 3G ტექნოლოგიის მხარდაჭერით გამოვა გაყიდვაში მომავალ წელს, გვატყობინებს AT&T-ის ხელმძღვანელი.

„თქვენ მის შეძენას შეზლებთ მომალი წლის განმავლობაში“, — განაცხადა AT&T-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რენდელ სტივენსონმა (Randall Stephenson) Churchill Club-ში, სანტა-კლარა, კალიფორნია. მას არ დაუსახელებია არც ფასი, არც კავშირის სტანდარტი. როგორც მან განაცხადა, ყველაფერს გადაწყვეტს სტივ ჯობსი.

Apple-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნატალი კერისიმ (Natalie Kerris) უარი განაცხადა სტივენსონის სიტყვების კომენტარზე.

ადრე სტივ ჯობსმა აღნიშნა, რომ ძირითადი მიზეზი, რის გამოც iPhone-ში არ არის აღნიშნული სტანდარტი, არის მისი დიდი ენერგომოხმარება. მისი სიტყვებით, iPhone-ი 3G-ს მხარდაჭერით გამოვა მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაძლებელი გახდება ტელეფონის მუშაობა 5 საათის განმავლობაში საუბრის რეჟიმში აკუმულატორის ხელახალი დამუხტვის გარეშე.

წყარო: Bloomberg