Apple-მა დაიწყო iPhone-ის SDK-ს ტესტირება

Web-საიტი Electronista გვატყობინებს, რომ Apple-მა მწარმოებლებს დაუგზავნა iPhone-ის და iPod touch-ის SDK.

მიუხედავად იმისა, რომ SDK-ში შემავალი კომპონენტების სია არ სახელდება, ცნობილია, რომ მისი მეშვეობით შესაძლებელია OS X-ისათვის “მშობლიური” პროგრამების შექმნა. Electronista-ს წყაროების განცხადებით, iPhone-ის პროგრამების შექმნა ფრიად განსხვავდება Mac OS X-ში პროგრამირებისაგან — SDK აწესებს მკაფიო შეზღუდვებს.

როგორც ცნობილია, SDK-ს ფინალური ვერსია გამოვა შემდეგი წლის თებერვალში. Apple-ის ხემძღვანელების განცხადებით, კომპანიას გადაწყვეტილი აქვს წარმოადგინოს პროგრამების სერტიფიცირების მეანიზმი, რაც უზრუნველყოფს მომხმარებელთა ინფორმაციის დაცვას და მოწყობილობის სტაბილურ მუშაობას.

წყარო: Electronista

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *