სტეკი — ნაგვის ყუთი

თუ გსურთ, რომ ნაგვის ყუთიც სტეკის სახით გამოდიოდეს და შესაბამისად შეგეძლოთ წაშლილი ფაილების მარაოსებრად ნახვა, იოლად ვერ შეძლებთ ამას – საქაღალდის Trash დოკში დამატება არ გამოვა. ამისთვის არსებობს შემდეგი ხერხი:

  • Finder-ში გამოიძახეთ დიალოგური სარკმელი „Go to Folder“ („საქაღალდის გახსნა“, მალსახმობი Command-Shift-G), აკრიფეთ შეყვანის ველში ~/.Trash და დააჭირეთ Go-ს.

ეკრანზე გამოვა ახალი ფანჯარა ნაგვის ყუთის შიგთავსით. გადაათრიეთ ფანჯრის სათაურიდან ხატულა დოკში.

This entry was posted in Apple, ყველა სტატია and tagged , , , . Bookmark the permalink.