Google-მა უკვე გამოუშვა Android-ის SDK

პლათფორმა Android-ი წარმოდგენილი იყო სულ 6 დღის წინ, დღეს კი Google-მა უკვე გამოუშვა SDK მისთვის.

ახალი ტექნოლოგიის საილუსტრაციოდ, Google-ის პროგრამისტებმა წარმოადგინეს რამოდენიმე პროგრამა. ხელმისაწვდომ მასალებზე დაყრდნობით, შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ , Android-ი შეიძლება გახდეს იმ ოს-ის ალტერნატივა, რომელიც გამოიყენება iPhone-ში.

ძირითად შესაძებლობებს შორის შეგვიძლია გამოვყოთ სენსორული ეკრანის, 3G სტანდარტის, MPEG-4, h.264, MP3, AAC ფორმატების მხარდაჭერა, მოხერხებული ბრაუზერის არსებობა ღია წყაროთი, რომელიც ოპტიმიზირებულია Java-ტექნოლოგიებისათვის (Dalvik Virtual Machine) და სამგანზომილებიანი გრაფიკა (OpenGL). კონცეპტ-მოწყობილობა Android-ით მარტივად ერევა საკომუნიკაციო ფუქნციებს, ვე-გვერდების ჩვენებას, შესაძლებლობას იძლევა ვიმუშაოთ Google-რუქებთან, მხარს უჭერს ზოგიერთ „ფოკუს“ რომელიც iPhone-ის ინტერფეისიდან გვახსოვს, ხატავს ხარისხიან ორ და სამგანზომილებიან გრაფიკას (მანქანაზე უპრობლემოდ ეშვება Quake-ის სრულფასოვანი ვერსია).

მწარმოებლების მოტივაციის ერთ-ერთი ძირითადი ხერხია სპეციალური საპრიზო ფონდი $10 მლნ. ოდენობით, რომლითაც დასაჩუქრდებიან Android-ზე შექმნილი პრირველი ღირსეული პროგრაემბის ავტორები.

და ბოლოს სერგეი ბრინის ვიდეო მიმართვა:

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=1FJHYqE0RDg[/youtube]