Customize 1.17: ხატულების მართვა iPhone-ის სამუშაო დაფაზე

Customize-ი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო უტილიტაა Apple iPhone-ში. Installer-ის გაჩენის შემდეგ, აიფონების მფლობელებმა დაიწყეს მრავალი პროგრამის დაყენება საკუთარ ტელეფონებზე, რის შედეგადაც იმდენი ხატულა გაჩნდა სამუშაო დაფაზე, რომ უკვე აღარ ეტევა.

უტილიტა Customize წყვეტს აღნიშნულ პრობლემას. Customize0ის ახალი ვერსია, 1.17 მხარს უჭერს განახლებების სხვადასხვა ვერსიებს და შესაძლებლობას იძლევა მოირგოთ ზოგიერთი ცანაწერი. ყველაზე მთავარი ფუნქცია არის ხატულების განლაგების მორგება აიფონის სამუშაო დაფაზე და სხვა ფანჯრებში. ადრე არასაჭირო ხატულები შეგეძოთ დაგემალათ Hidden-ფუნქციით, მაგრამ ახალ ვერსიაში იგი აღარ არის. სავარაუდოდ მიზეზი მომხმარებლების მხრიდან მრავალრიცხოვანი საჩივრებია, რომლებმაც „დამალეს“ ყველაზე მნიშვნელოვანი ხატულები, როგორებიცაა Installer-ი და Customize-ი და შედეგად დაკარგეს ამ პროგრამებთან წვდომის შესაძლებლობა. მაგრამ ამ ფუნქციის გარეშეც, Customize-ი რჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროგრამად iPhone-ზე.