Leopard-ი — 20 წვრილმანი

ლეოპარდი უკვე აქაა — ყოველი მხრიდან ისმის გახარებული მომხმარებლების შეძახილები და უკმაყოფილოთა კვნესა, ახალი ოპერაციული სისტემის მიმოხილვები ინტერნეტში ათობით ჩნდება. ანალიტიკოსები ანგარიშბენ, თუ როგორ აისახება Leopard-ის გამოსვლა კომპანიის საბაზრო წილზე, ტექნიკოსები საუბრობენ ახალ შესანიშნავ ტექნოლოგიებზე, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას კიდევ უფრო უკეთესს გახდიან, ჩვენ სხვა არაფერი გვრჩება, თუ არა მოვისმინოთ ეს ყველაფერი, ვიჩიჩქნოთ სისტემაში და აღმოვაჩინოთ ის, რაზეხ ჯერ კიდევ არავის არ უსაუბრია – ინდუსტრიალური ჟურნალების რეპორტიორთა თვალთათვის შეუჩნეველი წვრილმანები, როსგანაც ზუსტად რომ დგება user experience. ანუ იმაზე, რაც ოპერაციულ სისტემას ხდის მოსახერხებელს ან მოუხერხებელს საბოლოო მომხმარებელისათვის.

რათქმაუნდა resolution independence, 64-bit computing სხვა მისთანები – ძალიან საინტერესო და მაგარი რამეა, მაგრამ Geek-ებისათვის უკვე ნამეტანია. Leopard-ში ძალიან ბევრია პატარ-პატარა სიახლეები, რომლებზეც ასევე ძალიან საინტერესოა საუბარი. ალაბთ ბევრ მათგანზე უკვე გსმენიათ, მაგრამ ჩვენ არ ვისახავდით მიზნათ აღმოგვეჩინა Leopard-ში რადიკალურად ახალი რამ. უფრო მეტად ეს არის მცდელობა შევაჯამოთ წვრილმანი სიახლეები, რომლებსაც კალმის დიდოსტატებმა ყურადღება არ მიაქციეს მონსტროიზოდალურ მიმოხილვებში. მოდით დავიწყოთ.

როგორც ცნობილია, Leopard-ში ყველა ფანჯრის გარეგანი სახე უნიფიცირებულია – სხვადასხვაგვარი სტილების მაგივრად (კეთილი სიტყვით გვინდა გავიხსენოთ Brushed Metal) ახლა წარმოდგენილია ერთი – კეთილშობილი ნაცრისფერი გრადიენტით. თუმცა არააქტიური ფანჯრები უფრო ღია ფერისაა, ვიდრე აქტიური, რაც ნაკლებად მოწყენილს ხდის სამუშაო დაფას, ვიდრე ეს Vista-შია. დიახ, ფანჯრების სტანდარტული ფერი საკმაოდ მუქია, მაგრამ ამას სწრაფად ეგუები.

 

  1. ფანჯრების მართვის ღილაკები („დახურვა“, „ჩაკეცვა“, და „გაშლა“) გაკეთებულია უფრო კაშკაშა, ვიდრე ეს Tiger-შია. და უფრო უხეშად გამოიყურება – პიქსელიზაცია მეტად შეიმჩნევა მათში.
  2. აქტიურ ფანჯარს დასდევს უზარმაზარი „ჩრდილი“ ქვემოდან – დაახლოებით 1 სანტიმეტრის სიგანის. თუმცა ამის ჩრდლიად მონათვლა ცოტათი ძნელია – ჩამუქებული არე ფანჯარას ოთხივე მხრიდან ერტყმის. საკმაოდ უცნაურად გამოიყურება, მაგრამ შესამჩნევია მხოლოდ ღია ფონზე.
  3. სამუშაო დაფის ნაგულისხმევი ნახატი – ვარკვლავებით მოჭედილი ცა კი არ არის რომელიღაცა გალაქტიკით, არამედ ჩრდილოეთის ნათება.
  4. ახალმა „სარკისებური“ დოკმა, რომლის შესახებ აზრთა ამდენი სხვადასხვაობაა, საკმაოდ ელეგანტურად გამოიყურება, ხოლო „წერტილები“, რომელბიც მიგვითითებენ გაშვებულ პროგრამებზე, ისეთი მკვეთრია, რომ აირეკლებიან ეკრანის ქვედა კანტზე. წვრილმანია, მაგრამ სახალისო.
  5. მთავარი მენიუ არცთუისე გამჭვირვალეა – ყოველშემთხევაში ეკრანის სტანდარტულ სურათთან ერთად (რომელიც, სხვათაშორის, ნამდვილად ამიტომა არის ასეთი მუქი), პრობლემები არ შეინიშნება.
  6. ხატულები მთავარ მენიუში გამოიყურება „ამოჭყლეტილად“ თეთრ ფონზე. საფირმო ვაშლი-ხატულა ლურჯიდან მუქ ნაცრისფრად იქცა.
  7. გაგვახარა ჩაყენებულმა TextEdit-მა – თავისი ფუნქციებით ის უკვე ჰგავს ძველ Word-ს. საოფისე სტანდარტული ფორმატების გარდა, მას უკვე შეუძლია მუშაობა RTFD (RTF დანართებით), .docx, open document text (odt), Word 2003 XML და Web Archive-ებთან. ის რომ მას უკვე შეუძლია დოკუმენტების ავტომატური დამახსოვრება, ალბათ ყველას გექნებათ გაგონილი. ჰო, კიდევ ერთი – თუ გადართავთ მას Plain Text-რეჟიმში, ასონიშნები დაიწერება მომრგვალების გარეშე. Old school.
  8. Time Machine-ს მუშაობა შეუძლია ერთ დისკზეც, უბრალოდ საჭიროა მისი გაყოფა ორ ტომად. ამ შემთხვევაში სამარქაფო დისკი იცვლის ხატულას. აგრეთვე Time Machine-ში დამარქაფებიდან შესაძლებელია ნებისმიერი საქაღალდის ამოღება.
  9. ოპერაციული სისტემა ძირითად შრიფტად იყენებს Arial Unicode MS-ს, რაც ჩვენი აზრით არ არის სწორი გადაწყვეტილება.
  10. მენიუში „Show View Options“ (ფანჯრების გამოსახვის მართვა) გაჩნდა ოფცია Grid Spacing (დაშორება ხატულებს შორის), რომელიც, როგორც ამბობენ, არ ყოფილა OS 9-ის მერე.
  11. Finder-ის პარამეტრებში გაჩნდა ოფცია „show warning before changing an exception“ – გაფრთხილების ჩვენება ფაილის გაფართოების შეცვლისას. ჩვენი აზრით, ეს რევერანსია Windows-ის და „სვიჩერების“ მიმართ.
  12. iChat-ს ადვილად შეუძლია Gtalk-ის და ICQ-ს ანგარიშების მიერთება. თუმცა მეორე შემთხვევაში მან არ მოინდომა საკონტაქტო პირების სახელების ჩვენება, მხოლოდ ნომრების. სამწუხაროდ, ამის გამო iChat-ზე უარის თქმა გვიწევს, Adium-ის სასარგებლოდ.
  13. ყველა ჩამოშლად მენიუს (მეგალითად, მთავარი მენიუ) მომრგვალებული კუთხეები აქვთ. მენიუ აგრეთვე უფრო გამჭვირვალეა, ვიდრე Tiger-ში, ხოლო ყველაფერი, რაც მის ქვეშაა მოქცეული, დაბინდულია – დაახლოებით ესე, როგორც Vista-ში.
  14. PhotoBooth ვიდეოს იღებს – Tiger-ში, როგორც გვახსოვს, ეს არ ყოფილა.
  15. ნაგულისხმევად ფაილის მდებარეობის გზა არ ჩანს Finder-ში – უნდა ჩართოთ ეს ფუნქცია (ამას ქვია Path Bar). ნავიგაცია ამ ზოლზე მხოლოდ ორმაგი დაწკაპუნებითაა შესაძლებელი – უცნაურია ფრიად.
  16. ყბადაღებული „მენიუში ძებნა“ მონიშნავს მენიუს პუნქტს დიდი ლურჯი ისრით, რომელიც ამავდროულად წრეს უვლის სასურველ ბრძანებას. სახალისოა.
  17. Finder-სი ფანჯრების კიდეები აღარაა ისეთი სქელი, როგორც Tiger-ში. ახლა ისინი ისეთივე თხელია, როგორც მაგალითად, TextEdit-ში.
  18. ფაილის წინასწარი ხედის გახსნა (Quick Look) შესაძლებელია შორისით. ეს ძალიან მოსახერხებელია. ფაილის გახსნა სამწუხაროდ კვლავ cmd-o-თი ხდება.
  19. Stacks. შეიძლება ვიფიქროთ, რომ Stacks – ეს რაღაც ეშმაკური ხერხია საქაღალდეების შიგთავსის ჩვენებისა. სინამდვილეში ეს არ არის უბრალოდ „ჩვენება“ – ეს ფაილიების მართვის კიდევ ერთი ხერხია. Stacks-იდან ფაილები შეგიძიათ წაშალოთ, დაამატოთ, გადაიტანოთ სხვა საქაღალდეებში ან Stacks-ებში. მოსახერხებელია.

ზემოთ ჩამოთვლილი 20 პუნქტი საბოლოო რათქმაუნდა არაა. ჩვენ ინტენიურად ვსწავლობთ ლეოპარდს. და შეძლებისდაგვარად ოპერატიულად და რაც მთავარია ობიექტურად მოგაწვდით ნებისმიერ დამატებით ინფორმაციას.