iChat Backdrop Effects-ების საიდუმლოებები

iChat-ის ფუნქცია Backdrop Effects („iChat-ის ფონური ეფექტები“) ფიგურირებს სამას ახალ ფუნქციას შორის, თუმცა ეს ეფექტი არ აუქმებს პრობლემებს გამოსახულებასთან. ამის გათვალისწინებით Apple-მა შეავსო საცნობარო განყოფილება ოფიციალურ საიტზე სპეციალური სტატიით, რომელშიც აღწერილია ყველა ის ეშმაკობა, რომელიც დაგეხმარებათ „გამოწუროთ“ Backdrop Effects-ებიდან მაქსიმალური შესაძლებელი:

„ფონური ეფექტების“ ძირიტადი პრობლემა – ეს არის „ხვრელები“ გამოსახულებაში წინა პლანზე (სხვანაირად რომ ვთქვათ, თქვენი საკუთარი გამოსახულება) და მათი თავიდან ასაცილებლად შეეცადეთ მოქცეთ ზურგით მაქსიმალურად ერთფეროვან ფონზე – აგრეთვე სასურველია, რომ ეს ფონი კონტრასტული იყოს წინა პლანზე არსებულ ფერბთან: არანაირი ტონები, რომლებიც ემთხვევა თქვენი სახის ან ტანსაცმლის ფერს. არასწორი მიდგომის ტიპიური მაგალითი: თქვენ მიუშვირეთ iSight-ის კამერა ლაჟვარდოვან ცას და მაკის წინ დაჯექით ღია-ცისფერ მაისურში. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ გამოსახულება iChat-ის ფანჯარაში დაემსგავსება საცერს. იგივე შეიძლება ითქვას „გაცოცხლებულ“ ფონზე – თუ რომელიმე ნივთი უკანა პლანიდან კადრიდან გაქრება, არაესთეტიური „ნახვრეტი“ ეგრევე გამოჩნდება. ასეთი მიდგომით პრობლემასთან ყველაზე მთავარი მტერი ხარისხიანი სურათისთვის არის მზის ათინათი.

კიდევ რა? არავითარი სარკისებური ზედაპირები უკანა პლანზე. ჩამუქებულ ოთახში ფონური ეფექტები გარანტირებულად უარესად გამოვა, ასე რომ ჯობია ჩართოთ ჭაღი. და ბოლოს: ფონის ჩამოყრა შესაძლებელია კლავიატურული კომბინაციით Command-Option-R – პროგრამა დაუყოვნებლივ მოგთხოვთ კადრიდან გასვლას, სანამ ის კვლავ არ შეისწავლის თქვენი ოთახის საპირისპირო კედელს.