Apple-მა განაახლა MacBook-ი

Apple-მა დღეს განაახლა პორტატული კომპიუტერების MacBook-ების ხაზი და წარმოადგინა MacBook Pro-ს დამატებითი ფუნქციები.

როგორც იყო მოსალოდნელი, MacBook-ის ახალი მოდელები აწყობილია Intel-ის თანამედროვე პლათფორმაზე მობილური სისტემებისათვის – Santa Rosa (MacBook Pro-ში ეს პლათფორმა ჯერ კიდევ ზაფხულის დასაწყისში გამოჩნდა). ახალ ჩიპსეტთან ერთად მოიმატა სისტემური სალტეს სიხშირემ – 800 მგჰ. ამის გარდა, Santa Rosa-ს შემადგენლობაში შედის ახალი ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვი Intel GMA X1300, რომელსაც აქვს რა შესამჩნევად მეტი შესაძლებლობები წინამორბედისგან (GMA950) განსხვავებით, შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ჩადგმული ვიდეოადაპტერების უმცროს მოდელებს.

სისტემური ლოგიკის ახალი ნაკრების გარდა, MacBook-ის ორმა უფროსმა მოდელმა, რომელთა ფასი აშშ-ში შეადგენს $1299 და $1499, მიიღო ახალი უფრო სწრაფი პროცესროები Core 2 Duo ტაქტური სიხშირით 2,2 გჰც. უმცროსი მოდელის ფასი, რომელშიც ჩაყენებულია ოპტიკური დისკწამყვანი Combo, დარჩა $1099-ის დონეზე. კომპანია აგრეთვე გვთავაზობს MacBook-ის ახალ ოფციას – მყიდველის სურვილის შემთხვევაში MacBook-ში შეიძლება ჩაყენდეს მყარი დსიკი 250 გბაიტი მოცულობით და სიჩქარით 5400 ბრუნი წუთში.

ასეთივე დისკის შეკვეტა შეუძლიათ MacBook Pro-ს მომხმარებლებს. ამის გარდა, ამიერიდან MacBook Pro-ს ყველა მოდელი 2,4 გჰც პროცერობით დამატებითი $250 ფასად შეიძება აღიჭურვოს პროცესორით Intel Core 2 Duo 2,6 გჰც სიხშირით.

ახალი MacBook-ები უკვე გაყიდვაშია.

წყარო: Apple

This entry was posted in Apple, ყველა სტატია and tagged , . Bookmark the permalink.