iPhone-ი 3G-ის მხარდაჭერით მომავალ წელს გამოვა

iPhone-ის მოდელი 3G ტექნოლოგიის მხარდაჭერით გამოვა გაყიდვაში მომავალ წელს, გვატყობინებს AT&T-ის ხელმძღვანელი.

„თქვენ მის შეძენას შეზლებთ მომალი წლის განმავლობაში“, — განაცხადა AT&T-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რენდელ სტივენსონმა (Randall Stephenson) Churchill Club-ში, სანტა-კლარა, კალიფორნია. მას არ დაუსახელებია არც ფასი, არც კავშირის სტანდარტი. როგორც მან განაცხადა, ყველაფერს გადაწყვეტს სტივ ჯობსი.

Apple-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნატალი კერისიმ (Natalie Kerris) უარი განაცხადა სტივენსონის სიტყვების კომენტარზე.

ადრე სტივ ჯობსმა აღნიშნა, რომ ძირითადი მიზეზი, რის გამოც iPhone-ში არ არის აღნიშნული სტანდარტი, არის მისი დიდი ენერგომოხმარება. მისი სიტყვებით, iPhone-ი 3G-ს მხარდაჭერით გამოვა მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაძლებელი გახდება ტელეფონის მუშაობა 5 საათის განმავლობაში საუბრის რეჟიმში აკუმულატორის ხელახალი დამუხტვის გარეშე.

წყარო: Bloomberg

Apple-მა დაიწყო iPhone-ის SDK-ს ტესტირება

Web-საიტი Electronista გვატყობინებს, რომ Apple-მა მწარმოებლებს დაუგზავნა iPhone-ის და iPod touch-ის SDK.

მიუხედავად იმისა, რომ SDK-ში შემავალი კომპონენტების სია არ სახელდება, ცნობილია, რომ მისი მეშვეობით შესაძლებელია OS X-ისათვის “მშობლიური” პროგრამების შექმნა. Electronista-ს წყაროების განცხადებით, iPhone-ის პროგრამების შექმნა ფრიად განსხვავდება Mac OS X-ში პროგრამირებისაგან — SDK აწესებს მკაფიო შეზღუდვებს.

როგორც ცნობილია, SDK-ს ფინალური ვერსია გამოვა შემდეგი წლის თებერვალში. Apple-ის ხემძღვანელების განცხადებით, კომპანიას გადაწყვეტილი აქვს წარმოადგინოს პროგრამების სერტიფიცირების მეანიზმი, რაც უზრუნველყოფს მომხმარებელთა ინფორმაციის დაცვას და მოწყობილობის სტაბილურ მუშაობას.

წყარო: Electronista

განბლოკილი iPhone-ი საფრანგეთში ღირს ნაკლები, ვიდრე გერმანიაში

სააგენტო France-Presse გვატყობინებს,რომ Apple-ის ფრანგულმა პარტნიორმა, კომპანიამ Orange, დაიწყო ტელეფონის გაყიდვები.

სულ მყიდველებს სთავაზობენ სამ ვარიანტს. პირველი (ღირებულება — 399 ევრო) გულისხმობს ხანგძლივვადიანი კონტრაქტის გაფორმებას Orange-თან ერთ-ერთი სპეციალური სატარიფო გეგმით. მეორე (549 ევრო) გულისხმობს Orange-ის ნებისმიერი სატარიფო გეგემის არჩევას. დაბოლოს, 749 ევროდ შესაძლებელია განბლოკილი ტელეფონის შეძენა, რომელიც ნებისმიერი ოპერატორის ქსელში იმუშავებს. შეგახსენებთ, რომ გერმანული ოპერატორი T-Mobile-ი განბლოკილ ტელეფონს ყიდის 999 ევროდ.

თავიდან iPhone-ი გაიყიდება მხოლოდ 12 საცალო მაღაზიაში, თუმცა უკვე ეხლა წინასწარი შეკვეთა გააკეთა უკვე 50 ათასმა ადამიანმა.

წყარო: MacNN

როგორ მოვიშოროთ ფონური „ზებრა“ სიის ველში?

თუ თქვენ რაიმე მიზეზით გაწუხებთ თეთრ-ცისფერი ზოლები Finder-ის ფანჯარაში, როდესაც ჩართულია რეჟიმი “show in a list”, მის მოშორებას შეძლებთ შემდეგი ხერხით: გახსენით ტერმინალი და შეიყვანეთ ბრძანება defaults write com.apple.finder FXListViewStripes -bool FALSE რის შემდეგაც ხელახლა ჩავტვირთოთ ფაილების მმართველი – killall Finder – და რამოდენიმე წამის შემდეგ დავრწმუნდებით, რომ Finder-ის ფანჯრებში ყველაფერი ისეა, როგორც გვსურდა. ყველაფრის უკან დასაბრუნებლად იგივე ბრძანება უნა ხელახლა შევიყვანოთ ტერმინალში, ოღონდ ბრძანება FALSE შეცვალეთ TRUE-თი და კიდევ ერთხელ ამოქოქეთ Finder-ი.

Google Gadgets-ი უკვე მუშაობს Mac OS X-ში

Google-მა გადაწყვიტა დაამატოს Google Desktop for Mac-ში Google Gadgets-ების მხარდაჭერა. Mac-ის მომხმარებელებს უკვე შეუძლიათ გამოიყენონ Google Gadgets-ები, მიიღონ წვდომა ვებ-გვერდთან iGoogle და Google Desktop Sidebar-თან. Google-ის განცხადებით, Mac-ის მომმხარებლებს შეუძლიათ დააყენონ ნებისმიერი გაჯეტი ასობით შესაძლოსაგან ღილაკის ერთი დაჭერით და მიიღონ მათან წვდომა Dashboard-იდან. ამის გარდა, ნებისმიერი გაჯეტი შეგიძლიათ ჩაამონტაჟოთ პერსონალურ ვებ-გვერდში უბრალოდ HTML-წყაროს კოპირებით.

წყარო: News.com

iPhone-ის გატეხვა iTunes-იდან

უცხოურ საიტებზე, რომლებიც Apple iPhone-ს ეძღვნება მუდმივად ჩნდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მალე შესაძლებელი იქნება iPhone-ის განბლოკვა პირდაპირ iTunes-იდან.

ასეთი სახის ჭორები გავერცელდა მას შემდეგ, რაც დაიწყო ტელეფონის გერმანული გაყიდვები. ადრე ვარაუდობდნენ, რომ Apple-ი წარმოების ეტაპზევე მოხსნიდა კონკრეტულ ოპერატორთან მიბმის ფუნქციას, მაგრამ სინამდვილეში სხვაგვარად გამოვიდა. როდესაც ვინმე ყიდულობს განბლოკილ iPhone-ს, ტელეფონის IMEI იგზავნება პირდაპირ Apple-ში და დაახლოებით 24 საატის შემდეგ (ამდენი დრო სჭირდება IMEI-ს შემოწმებას და ბაზაში შეტანას) უბრალოდ მიაერთებთ მობილურს iTunes-თან და იგ მომენტალურად განიბლოკება. გატყდება თუ არა ეს სისტემა ჰაკერების მხრიდან, მომავალი გვიჩვენებს, თუმცა ეს იქნებოდა გატეხვის საუკეთესო საშუალება.

Сommand+Tab-ის საოცრებები

ვფიქრობ, ყველამ იცის, რომ Cmd+Tab კომბინაციის დაჭერით შესაძლებელია გაშვებულ პროგრამებს შორის გადართვა. თუმცა ყველამ არ იცის, რომ:

  • ამ მენიუში პროგრამის ამორჩევის შემდეგ Q-ს დაჭერით შეიძლება პროგრამის დახურვა;
  • ამ მენიუში პროგრამის ამორჩევის შემდეგ H-ის დაჭერით შეიძლება პროგრამის დამალვა;
  • დაჭერილი Shift-ით Tab-ზე დაჭერისას შეიძლება მენიუში გადაადგილება უკუმიმართულებით;
  • მენიუში გადაადგილება შესაძლებელია არა მარტო Tab-კლავიშით, არამედ კურსორის ისრებითაც ან ცოციათი;
  • ფაილის დათრევის შემდეგ Cmd+Tab კომბინაციის დაჭერით შეიძლება მისი გადაგდება ნებისმიერ პროგრამაში, თუ ამ დროს დაამატებთ Option-კლავიშს, იმ პროგრამაშიც კი, რომელიც ამ ფაილს არ ხსნის (მხოლოდ ლეოპარდში).

რამოდენიმე ჩადგმა QuickLook-ისათვის

გადააკოპირეთ ფაილები /Library/QuickLook/-ში ან ~/Library/QuickLook/-ში (თუ ეხლახანს ჩამოტვირთეთ, ჯერ განკუმშეთ), QuickLook-ი გაჩვენებთ არა მარტო საქაღალდის/არქივის ხატულას, რაც პრინციპში უსარგებლოა, არამედ შიგთავსაც.

ჩამოტვირთეთ: http://homepage.mac.com/xdd/