Time Machine: ცოტაოდენი დეტალები

აჟიოტაჟი დამარქაფების ფუნქციის Time Machine-ის გარშემო ნელ-ნელა ღვივდება. გადავწყვიტეთ ზოგიერთი დეტალის შესახებ მოგითხროთ.

პირველი მომენტი

Time Machine-ის შესაძლებლობების დეტალურმა შესწავლამ გამოავლინა მთელი რიგი საინტერესო მომენტი, რომლებზეც ღირს ყურადღების გამახვილება:

… თუ გადაწყვეტთ თქვენი მაკის დაძინებას Time Machine-ის მიერ მარქაფის შემქნისას, არაფერი საშინელი არ მოხდება – დამარქაფების პროცესი ავტომატურად შეჩერდება და მუშაობას განაგრძობს მაკის სამუშაო რეჟიმში დაბრუნებისთანავე.

… Time Machine-ისთვის განკუთვნილი ტომის შიგთავსის დათვალიერება შესაძლებელია ნებისმიერ მაკზე – საკმარისია მხოლოდ მიუერთოთ აღნიშნული ტომი სხვა კომპიუტერს.

… დოკში Time Machine-ის ხატულაზე Control-კლავიშთან ერთად დაწკაპუნების შემთხვევაში დაიწყება დამარქაფების დაუგეგმავი პროცესი – ძალიან მოსახერხებელი იმ შემთხვევაში, როდესაც არ შეგიძლიათ დაელოდოთ დამარქაფების დაგეგმილ პროცესს.

… კომპიუტერებზე, რომლებზეც რამოდენიმე მომხმარებელია, Time Machine-ი მთლიანად ინარჩუნებს ფაილებთან წვდომის უფლებებს.

მეორე მომენტი

MacWorld-ის მიმომხილველის აზრით, Time Machine-ი იმუშავებს (ორიგინალში – “seems to work”) მხოლოდ გარე დისკებთან, რომლებიც პირდაპირაა მიერთებული მაკთან, აგრეთვე სხვა მეკებთან Mac OS X Leopard-ით. ქსელური დისკების და AirPort Extreme-ით მიერთებული მყარი დისკების გამოყენება შეუძლებელია, ხოლო პირველი სამარქაფო ასლის შექმნა მოითხოვს თქვენი მხრიდან დიდი „პერეკურის“ გაკეთებას – კომპიუტერს ამ დროს თქვენთვის არ ცხელა.

Time Machine-ის კიდევ ერთი კარგი ფუნქცია – მისი სწორი ინტეგრაცია ლეოპარდის ინსტალაციის პროცესში: Migration Assistant-ის ერთ-ერთი ფუქნცია ითვალიწინებს სისტემის ხელახალ ინსტალაციას Time Machine-ში წინასწარ შექმნილი სამარქაფო ასლიდან. ასეთი გადაწყვეტილების უპირატესობა (განსაკუთრებით სისტემის ფატალური ჩაშლის შემთხვევაში) აშკარაა.

დაბოლოს: თუმცაღა Time Machine-ის შესაძლებლობები წარმოჩენილია ძირითადად Finder-ის მაგალითზე, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ამ კომპონენტთან ინტეგრირებულია სისტემის სხვა პროგრამებიც. ტიპიური მაგალითი – iPhoto: საკმარისია გაუშვათ ეს პროგრამა და დააწკაპუნოთ Time Machine-ის ხატულაზე, ეკრანზე გამოჩნდება სამგანზომილებიანი ინტეფეისი iPhoto Library-ის ამომწურავი ისტორიით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *