განახლება 10.4.11: აი უკვე და სულ მალე?

თუ თქვენ დაიღალეთ ლეოპარდის სარეკლამო აურზაურისაგან და სულმოუთქმელად ელოდებით ვეფხვის განახლებას, მაშინ ყურადღებით წაიკითხეთ შემდეგი: ახალი ოს-ის გამოსვლამდე დაახლოებით 48 საათით ადრე კომპანიამ დაიწყო დამაგვირგვინებელი შტრიხების დამატება „ათიანი“-ის განახლებაში – Mac OS X 10.4.11.

ოთხშაბათის საღამოს, 24 ოქტომბერს, Apple-მა გაუგზავნა ბეტა-ტესტერებს 10.4.11-ის ორი ანაწყობი, 8S2165 (Intel) და 8S165 (PowerPC), რომლებშიც მთლიანად აღმოფხვრილია ადრე გამოვლენილი უწესრიგობები. მიუხედავად ამისა, კომპანია დაბეჯითებით ურჩევს ტესტერებს მაქსიმალური ყურადღება მიაქციონ Safari-ის, Automator-ის, Dashboard-ის და Disk Images-ის მუშაობას. ორკვირიანი ვადის განმავლობაში, რომელიც გვაშორებს წინა ანაწყობებისაგან (8S161, 8S2161), კომპანიის პროგრამისტებმა მოასწრეს Automator-ის გასწორება და ზოგიერთი ვიჯეტის უწესრიგობის აღმოფხვრა, აგრეთვე უზრუნველყვეს ზოგიერთი პოპულარული თამაშის სტაბილური გაშვება PowerPC-მანქანებზე – საბოლოო ჯამში გასწორდება სამოცამდე შეცდომა Mac OS X 10.4.11-ში, ხოლო განახლებულ სისტემაში შევა Safari 3.0.

გასარკვევი დარჩა მხოლოდ გამოშვების თარიღი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *