Revirginizing Tool-ის ხ.დ.კ: ვაყენებთ 1.1.1 განახლებას ადრე გატეხილ iPhone-ზე

iPhone Elite Dev Team-მა გამოუშვა Revirginizing Tool — პროგრამათა ნაკრები, რომელიც აღადგენს თქვენი ტელეფონის baseband-ს საწყისამდე, ქარხნულ მდგომარეობამდე, რაც საჭიროა იმისათვის, რომ AnySIM-ის ბოლო ვერსიამ შეძლოს ტელეფონის განბლოკვა.

ჰაკერების ჯგუფი დიდი ხანი მუშაობდა ამ პრობლემის გადაწყვეტაზე და არ მალავს იმ ფაქტს, რომ 1.1.1-ზე გადასვლა ცოტათი უფრო ძნელია, ვიდრე 1.0.2 ვერსიის განბლოკვა. წინამდებარე ხ.დ.კ. მართებულია MAC-ისათვის, ვინდოუსში შესასრულებელი ოპერაციები ქვემოთ იქნება მოცემული, დიდი სხვაობა მათ შორის არაა:

  • ჩამოტვირთეთ RevirginizingTool სკრიპტი (ისე ჯობია შეიაროთ აქ Revirginizing Tool და გეცანით პროგრამის სიახლეებს და კომენტარებს);
  • მიღებული საქაღალდე Virginizer გადაიტანეთ iPhone-ში /usr/bin-ში (ყველაზე ადვილია ამის გაკეთება Transmit-იდან ან Cyberduck-იდან SFTP-ეთი. ვინაიდან თქვენი ტელეფონი უკვე განბლოკილია ssh უკვე გაქვთ. თუ აღწერილი ნაბიჯები გაუგებარია – ჯობია ნუ გარისკავთ);
  • დაუკავშირდით ssh-თი iPhone-ს, გადადით /usr/bin/Virginizer და გაუშვით ./virginise.sh ტერმინალის ეკრანზე გამოჩნდება ტექნიკური ინფორმაცია და მიმდინარე პროცესის აღწერა. რამოდენიმე წუთში მივიღებთ iPhone-ს, რომელშიც baseband-ი იმყოფება საწყის მდგომარეობაში;
  • ვქაჩავთ ახალ iNdependece-ს. გადავდივართ ჩანართზე Firmware და ვაჭერთ Pre 1.1.1 Upgrade. შეგვყავს ტელეფონის IP და პაროლი. ცოტა ხნის შემდეგ iNdependence-ი გვეტყვის, რომ უკვე შესაძლებელია განახლების გაკეთება. განახლება, განახლების გაუქმება (ე.წ. დაუნგრეიდი) 1.1.1-ის გამოსვლის შემდეგ ცოტა მოუხერხებელი გახდა და მოითხოვს ტელეფონის ხელით გადატვირთვას და დროდადრო iTunes გამორთვა-ჩართვას;
  • მაშ ასე, მივიღეთ ტელეფონი 1.1.1 განახლებით, გააქტიურებული. ვაყენებთ კიდევ ერთხელ SSH-ს iNdependence-იდან. ეს საჭიროა ფაილების ჩასატვირთად. შეიძლება პატარა სეცდომა გამოაგდოს პაროლთან დაკავშირებით – არ წავიდეს სტანდარტული. გვარდება Change Password ღილაკით იქვე;
  • ვქაჩავთ AnySIM 1.1 და გადაგვაქვს ტელეფონში ( scp -r anySIM.app root@192.168.0.1:/Applications/ )(ip უნდა შეიყვანოთ კონკრეტულად თქვენი ტელეფონის. მას იპოვნით აქ Settings > WiFi;
  • გადატვირთეთ ტელეფონი. გაუშვით AnySIM-ი;
  • ესეც ასე! თქვენ მიიღეთ დეაქტივირებული, განბლოკილი iPhone-ი განახლებით 1.1.1. მნიშვნელოვანია: iTunes-მა რომ მოინდომოს გაშვება, მოკალით პროცესი iTunes Helper – Activity Monitor-ის დახმარებით.
This entry was posted in Apple, ყველა სტატია and tagged , , . Bookmark the permalink.