Skip to content

ჯობსის სატელეფონო ინტერვიუ New York Times

უცნაური ამბავია: OS X Leopard-ის გაყიდვები ჯერ არ დაწყებულა და ცნობისმოყვარეთა ტვინებს ერთი აზრი ბურღავს – რა იქნება „ლეოპარდის“ შემდეგ? თითქოსდა ამ ცნობისწადილის დაკმაყოფილება სურსო, Apple-ის CEO-მ სტივ ჯობსმა თავისი სატელეფონო ინტერვიუს საკმაოდ დიდი ნაწილი დაუთმო Apple-ის პროგრამული უზურნველყოფის განვითარების პერსპექტივებს: Macintosh-ის პლათფორმა დამკვრელური ნაბიჯებით ვითარდება, ჯერ კიდევ დიდად უსწრებს დანარჩენ კომპიუტერულ ინდუსტრიას, ხოლო ეს-ესაა ნახტომისათვის მომზადებული „ლეოპრადი“ გახდება ათვლის წერტილი Apple-ის ოპერაციული სისტემების განახლებების გრძელ სიაში, რომელიც ათ წელზეა გათვლილი.

„მე ვთვლი უახლოესი მომავლისათვის დაგეგმილ ტემპს საკმარისზე ოპტიმალურად: ერთი წლიდან წელიწადნახევრამდე ოს-ის შემდგომი ვერსიის გამოშვებისათვის,“ – განაცხადა Apple-ის ხელმძღვანელმა, — „ასეთი მიდგომით ახალი რელიზი საშუალოდ ყოველწლიურად გამოვა, რაც საშუალებას მოგვცემს იდეალურად გავმართოთ პროდუქტი“. აქვე იქნა გაცხადებული კრიტიკის მორიგი პორცია Microsoft-ის მისამართით Windows Vista-ს ვერსიათა მრავალფეროვნების შესხებ და გამყარებული სანიმუშო მაგალითით: ახალი „ლეოპარდი“ – ეს არის Mac OS X-ის Ultimate-ვერსია სულ რარაც 129 დოლარად. ეხლა შეადარეთ ეს Wista Ultimate-ის 250 დოლართან.

Apple-ის CEO-ს განცხადებებზე New York Times-ის ჟურნალისტმა ჯონ მარკოფმა (John Markoff) განაცხადა: „Microsoft-ის განცხადებით, ახალი ოპერაციული სისტემა კოდური სახელწოდებით Windows 7 გამოვა არაუადრეს 2010 წლისა. განვითარების მიმდინარე ტემპებით Apple-ი მაგ დროისათვის მოასწრებს Mac OS X-ის ორი ახალი ვერსიის გამოშვებას“. საინტერესოა, სერვის-პაკები ითვლება? პირველი Service Pack for Vista დაგეგმილია 2008 წლის დასაწყისისათვის.