Apple-მა სამ თვეში გაყიდა 2,1 მლნ.-ზე მეტი Mac-ი

გასული საფინანსო კვარტალის წარმატების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი გახლავთ Mac-კომპიუტერების კარგი რეალიზაცია. სულ გაიყიდა 2,164 მლნ. Mac-ი, ხოლო ამონაგებმა შეადგინა საერთო შემოსავლის 62%.

სულ გაიყიდა 817 ათასი სამაგიდე კომპიუტერი და 1,347 მლნ. პორტატული კომპიუტერი MacBook და MacBook Pro. ეს საერთო ჯამში 400 ათასი კომპიუტერით მეტია, ვიდრე გასული წლის სარეკორდო კვარტალში.

კომპანიის წარმომაგენელთა განცხადებით, ასეთ შედეგებზე გასვლა მოხერხდა მომხმარებლების მხრიდან iMac-ის ახალი მოდელების თბილად მიღების შედეგად, აგრეთვე წარმატებულად განხორციელებული საგანმანათლებლო პრომო-კამპანიით.

კომპანია იმედს იტოვებს ახალი ოპერაციული სისტემის Leopard-ის წარმატებულ რეალიზაციაზე, რომელიც გაყიდვაში გამოდის 26 ოქტომბერს: ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაყიდული 21 მლნ. Mac-იდან უდიდესი ნაწილი უპრობლემოდ შეძლებს ახალ ოს-ზე გადასვლას.

წყარო: Apple