Apple-მა გამოაქვეყნა გასული კვარტლის შედეგები

Apple-მა გამოაქვეყნა 2007 წლის მეოთხე ფინანსური კვარტლის შედეგები, რომელივ გრძელდებოდა 1 ვილისიდან 1 ოქტომბრამდე.

კომპანიის საერთო შემოსავალმა შეადგინა $6,22 მლრდ., ხოლო მოგებამ – $904 მლნ., ანუ $1,01 თითოეულ აქციაზე. შედარებისთვის, ანალოგიურ პერიოდში გასულ წელს Apple-მა მიიღო შემოსავალი $4,84 მლრდ., მოგება $542 მლნ. ($0,62 თითოეულ აქციაზე). კომპანიის მაჩვენებლები გეგმიურზე უფრო მაღალ ნიშნულზე აღმოჩნდა: კვარტლის დაწყბემდე Apple-ი გეგმავდა შემოსავალს $5,7 მლრდ. ოდენობით და მოგებას აქციაზე – $0,65.

აღნიშნულპერიოდში Apple-მა გაყიდა 2,164 მლნ. Mac-კომპიუტერი, რაც 34% მეტია, ვიდრე გასულ წელს, 400 ათასი ერთეულით მეტი, ვიდრე წინამდებარე სარეკორდო კვარტალში. გასულ პერიოდთან მიმართებაში 17% გაიზარდა iPod-ების რეალიზაცია – 10,2 მლნ. ერთეული, ხოლო ტელეფონი iPhone-ი გაიყიდა 1,119 მლნ. – 12% მეტი დაგეგმილზე.

2008 წლის პირველ, მიმდინარე კვარტალში Apple-ი გეგმავს შემოსავალს $9,2 მლრდ. ოდენობით და მოგებას – $1,42 თითოეულ აქციაზე.

წყარო: Apple